ჩაი

ჩაი კეთილშობილი სასმელია. როგორც ღვინო, ჩაიც არსებობს იშვიათი და ძვირფასი აპელაციების. ჩვენი ჩაი სოფელი ბახვიდანაა. დათო თენიეშვილს მოჰყავს და თავისი ტექნოლოგიით ამზადებს. დათოს ჩაი ხელით იკრიფება და დათოსვე დამზადებულ ხელსაწყოებში გადის ოქსიდაციას, გრეხას და შრობას ტრადიციული მეთოდით. 

კონას შავი, მწვანე და მოცვის ჩაი ექსკლუზიურად დათოსია, რადგან ჩვენს მომხმარებელს საუკეთესოს ვთავაზობთ. ეს სამეული ქმნის კონას კოლექციას Guria Grand Cru. 

 ადილა - განთიადი

  შავ ჩაიში არის პოლიფენოლი - ანტიოქსიდანტი, რომლიც იცავს უჯრედს დაზიანებისგან. შეიცავს კოფეინს, თეოფილინს, აქვს მატონიზირებელი ეფექტი. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნიტეტს.

 

კამელია მწვანეში

 

მწვანე ჩაი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს, ეთერზეთებს, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. ხელს უწყობს ცხიმის დაშლას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

 

მთის ცვარი

 

მოცვის ჩაი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის და ორგანულ მჟავებს. სისხლში ამცირებს ქოლესტერინის და შაქრის დონეს, ხელს უწყობს დიაბეტის და გულ-სისხლძარღვებს პრობლემების პრევენციას. სისტემატური მოხმარება აუმჯობესებს მხედველობას და კონცენტრაციას.