ბალახეული

ბალახეულ ჩაის ადამიანი სვამდა ყველგან და ყოველთვის. 

ბალახების სამკურნალო ძალა კოლხმა მედეამ ჯადოქრობიდან მედიცინამდე აიყვანა.

კონტინენტურ ევროპაში ბალახეულ ჩაის ეძახიან Tisane, ინგლისურად - Herbal Tea. ქართულად ბალახეული ჩაი დავუძახოთ, სანამ უკეთესი, ან კარგად მივიწყებული სახელი გამოჩენილა.

კონას რეცეპტები არის შთაგონების, ცნობისმოყვარეობის, ცოდნის და გამოცდილების ნაყოფი. 

ბალხეული ჩაი არის ჯანსაღი სასმელი, გემრიელი და ორიგინალური.

კონას ცხრავე კომპოზიცია შეიქმნა ბალახების სიყვარულით, მათი სამკურნალო და გემოვნური თვისებების გათვალისწინებით.

გვინდა ახალი, გასაოცარი გემოები აღმოაჩინოთ და შეიყვაროთ.

გვინდა ცხოვრება გაგიმრავალფეროვნოთ კონას არომატებით და ფერებით.

 

 ზენა - განწმენდა

სიმსუბუქის კონა - აქვს ორგანიზმის წმენდის და ტოქსინების გამოდევნის უნარი; აძლიერებს ცხიმის დაშლას და მეტაბოლიზმს.

 

 ცია - ყვავილების ფერია

სიგრილის და სიმშვიდის კონა - აქვს ანტისტრესული მოქმედება, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. ცია საამოა ცხელიც და ცივიც.

 

 აღმოსავლური ზღაპარი

სითბოს კონა - აქვს მატონიზირებელი ეფექტი, აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი რძით.

 

 ანანა-გუნდა

კონა დედა-შვილს - აძლიერებს იმუნიტეტს და ნერვულ სისტემას, ორგანიზმს კვებავს მიკროორგანიზმებით და მინერალებით, აძლიერებს ლაქტაციას.

 

 ნაინა - ძილისპირული

სიზმრის კონა - ხელს უწყობს ნევროზის და თავის ტკივილის მოხსნას, ამშვიდებს, აქვს საძილე ეფექტი.

 

 ნასადილევს / ნაბახუსევს

ნაღვინევთა შვების კონა - აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხელს უწყობს დეზინტოქსიკაციას, აძლიერებს მეტაბოლიზმს.

 

 ალი და ნინო

სიყვარულის კონა - ხსნის სტრესს, აქვს გამაჯანსაღებელი და მსუბუქი აღმგზნები ეფექტი, აძლიერებს ცხიმის დაშლას.

 

 მფარველი ვარსკვლავი

მხნეობის კონა მთელ ოჯახს - ეფექტურია გრიპის და გაციების დროს. აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

 

 მარადიული გაზაფხული

სილამაზის კონა - აღადგენს ორგანიზმის რიტმს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და მხედველობას, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, წმენდს ორგანიზმს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.